ალი-ალტიატ-ოღლი

პატიმარი

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, არტაანის ოლქის კომისრის დადგენილებით საოლქო საპყრობილეში დაპატიმრებული იყო ორი მაჰმადიანი – ჰუსეინ-ალი-ოღლი და ალი-ალტიატ-ოღლი, რომელთაც ბრალდებოდათ ხანიორის გადასასვლელზე ორი ქართველისა და ორი თურქმენის მკვლელობა.

წყარო: საქართველო, 1920 | 15 იანვარი*
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა