აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა გამგე, დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, აკაკი ჩხენკელმა ბერლინში ხელშეკრულება დადო, რომლის ძალითაც საქართველო-გერმანიას შორის წყალქვეშ უნდა გაკეთდეს ტელეგრაფის მავთული ფოთიდან კონსტანცამდე და შემდეგ სტამბოლამდე.

წყარო: კლდე, 1918 | 6 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა