ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე (ფრონელი)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, ახალციხის განყოფილების დამხმარე წევრი

1911 წლის 4 იანვარს ალექსანდრე ყიფშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბანკიდან დახსნილი ვექსილების დაწვრილებითი ანგარიში წარუდგინა. ვექსილებს შორის პეტრე გრუზინსკისა 20 თამასუქი იყო, მიხეილ გრუზინსკისა – 12, ოლღა ჭავჭავაძისა კი – 23.

წყარო: ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძის განცხადება ილია ჭავჭავაძის მიერ ნაანდერძევი ქონების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის გადაცემის შესახებ | 1908-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი