ანდრია სოლომონის ძე ღულაძე

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი, თბილისის განყოფილების წევრი, ნამდვილი წევრი

1916 წლის 9 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ანდრია ღულაძემ, გამგეობას მოახსენა, რომ საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმების კატალოგები მოუწესრიგებელი იყო, მუზეუმის ნივთები – შეუსწავლელი და საბუთები აღურიცხავი.

წყარო: საზოგადოების გამგეობისა და სარევიზიო კომისიის მოხსენებები. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოხსენება აკაკის ანდერძის შესახებ და გამგეობის წევრთა სია 1916 წლის 1 იანვრისთვის | 1916-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა