გ. ა. წინამძღვრიშვილი

საქართველოს მეღვინეთა და მევენახეთა ყრილობების საბჭოს წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1915 წლის 5 აპრილს სამკითხველოს დაარსების მიზნით სიღნაღის მაზრის სოფელ ველისციხეში საზოგადოებრივი კრება გაიმართა, რომელსაც 39 კაცი ესწრებოდა. კრების თავმჯდომარედ შალვა ხატიაშვილი, ხოლო მდივნად გ. ა. წინამძღვრიშვილი დასახელდა.

წყარო: მიწერ - მოწერა თბილისის გუბერნატორთან და დაგენილება სიღნაღის მაზრის სოფელ ველისციხეში სახალხო ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა