გიორგი თომას ძე ზენაიშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1914 წლის 18 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ გამოაგზავნიდა საზოგადო კრებაზე დასასწრებად თავის წარმომადგენელს, შეფერხების შემთხვევაში კი – დაწვრილებით ახსნა-განმარტებით ბარათს. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის დროებითი თავმჯდომარე სიმონ საბაშვილი და წევრები: პლატონ ჭავჭანიძე, გიორგი ზენაიშვილი, მაშო საბაშვილი და სალომე ჭავჭანიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი