გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია

მწერალი, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წლის ნოემბერში განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული დოკუმენტის მიხედვით, დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ ძველი სენაკის ქართული სკოლის გამგე გიორგი ლავრენტის ძე ბოკერიას თვიურად 100 მანეთი დამატებოდა. ბოკერია ხელფასის სახით თვეში 200 მანეთს იღებდა.

წყარო: მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ. უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების შტატები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი