გიორგი მახარებლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის პირველი თავმჯდომარე

1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სამტრედიის განყოფილების გამგეობის თხოვნა, რომ საზოგადოებას დაეთმო წიგნები ნისიად, ღია ანგარიშით. სამტრედიის გამგეობამ წიგნის მაღაზიის შემოსავალ-გასავლის და, წიგნებთან ერთად, საკანცელარიო ნივთების გაყიდვის ცნობაც წარმოადგინა, აღნიშნეს, რომ მაღაზიაზე პასუხისმგებელი პირები იყვნენ საზოგადოების წევრები – გიორგი სიხარულიძე და დავით კვანტალიანი. გამგეობამ სამტრედიის განყოფილებას 300 მანეთი გადასცა ღია ანგარიშით.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი