გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩი (მაიაშვილი)

ეკონომისტი, პუბლიცისტი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტების პარტიის ლიდერი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე, ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე

1919 წლის 25 იანვარს დავით კარიჭშვილის თავმჯდომარეობით გმართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია ელიავას თხოვნა, რომ საზოგადოება დახმარებოდა ზდანოვიჩის უკანონო შვილს, გიორგი ვორობიოვს (8 წლის ბავშვს). გამგეობამ უარი თქვა თხოვნის დაკმაყოფილებაზე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი