დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი

საკონსტიტუციო კომისიის საქმისმწარმოებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წლის 12 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, გიორგი ნანეიშვილი, დავით ჩიქოვანი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი. მათ განიხილეს გიორგი ნანეიშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ, მასში ცვლილებები შეიტანეს და ზოგი მუხლი გამოტოვეს.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი | ფონდი 1836 | აღწერა 1 | საქმე 46
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი