დავით ეფრემის ძე ონიაშვილი

დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, სამაზრო ერობის თავმჯდომარე, 1920 წლიდან მიწათმოქმედების მინისტრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუდმივი წევრი

1918 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიმართა ამიერკავკასიის სეიმის სხდომა, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ: ონიაშვილი, რასულ-ზადე, გეორგაძე, თუმანოვი, სემიონოვი, გვაზავა, ლორთქიფანიძე, კაჩაზნუნი, ლასხიშვილი, კანტემიროვი, მაგომეტ ბეკოვი, შეიხ-ულ-ისლამოვი, არსენიძე და გობეჩია. სხდომის ოქმის სისწორეს ადასტურებს რ. მიქელაძე.

წყარო: ამონაწერები ამიერკავკასიის სეიმის სხდომის ოქმიდან ამიერკავკასიის რუსეთისგან გამოყოფისა და ოსმალეთთან წარმოებულ მოლაპარაკებათა შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი