ევტიხ ბესარიონის ძე მამინაიშვილი

ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, დაეკმაყოფილებინა ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლათა ინსპექტორ ევტიხი მამინაიშვილის თხოვნა სკოლებისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი