ვასილ იოსების ძე ბეჟანეიშვილი (ბეჟანიშვილი)

წიგნების კომისიონერი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1898 წლის 19 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ილია ბახტაძემ, რომ ბეჟანეიშვილის მსგავსად, რომელიც საზოგადოების წიგნებით ვაჭრობს ქუთაისში, მასაც დართონ ნება დაბა ხონში გაყიდოს წიგნები და ასევე მოითხოვა 2 თვის ვადა გამგეობისთვის გაყიდული წიგნების ანგარიშის წარსადგენად. გამგეობამ ბახტაძეს თანხმობა განუცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი