თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე (ანასინი, კრიმანჭულაძე, ჭაღარა, ჭყაფშანელი, ხლაფორთაძე, ფანდი)

მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციამ, რომლის თავმჯდომარე იყო თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის „იავნანამ რა ჰქმნა“ 2 000 ეგზემპლარი გამოსცა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი