იაკობ სოლომონის ძე ღულაძე
პედაგოგი, გიმნაზიის ინსპექტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე
1908 წლის 14 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიდი ჯიხაიშის მოსახლეობის თხოვნა მღვდელ გერასიმე ალექსანდრეს ძე ნუცუბიძის ბიბლიოთეკის გამგედ არჩევის შესახებ.
წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1908-1908წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი