იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე
იურისტი, ფინანსისტი, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი მმართველი, ამიერკავკასიის ბანკის გამგეობის თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
1922 წლის 21 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ბაქოს სკოლისა და თეატრის მდგომარეობის გამორკვევის საკითხი დასვეს. გამგეობამ ამ საკითხის თაობაზე განათლების კომისარიატთან შუამდგომლობა ივანე ელიაშვილსა და იასონ ლორთქიფანიძეს დაავალა.
წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი