ივანე გიორგის ძე კიკაბიძე

პედაგოგი, პოლიტიკოსი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ივანე გიორგის ძე კიკაბიძე, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე, პავლე ლუკას ძე წულაია, მიხეილ კოზმანის ძე ადეიშვილი, ამბაკო ჯანელიძე და ამბაკო გიგოს ძე ახობაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი