კონსტანტინე ლევანის ძე დადიანი

სამხედრო პირი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე ლევანის ძე დადიანს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ზუგდიდის მაზრის სოფელ ხიბულაში მდებარე 2050 დესეტინა და 1920 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ–სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა