შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილი (მღვიმელი)

საბავშვო პოეტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შიო ქუჩუკაშვილის თხოვნა, თავისი საყმაწვილო წიგნების ჰონორარიდან მიეღო 15 000 მანეთი. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი