ნიკოლოზ ნოდარის ძე კორაშვილი
მაღაზიის მეპატრონე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისისა და მაჩხაანის განყოფილებათა წევრი
1914 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 1913 წელს მაჩხაანის განყოფილების გამგეობამ ბიბლიოთეკა-სამკითხველოები დააარსა ქვემო მაჩხაანსა და ჯუგაანში; ჯუგაანშივე ნიკოლოზ ნოდარის ძე კორაშვილის მაღაზიაში გახსნა სასწავლო ნივთების საწყობი. მაღაზიამ უფასოდ იკისრა სასწავლო ნივთებით ვაჭრობა განყოფილების სასარგებლოდ. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ფილიალის თავმჯდომარემ და მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა.
წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი