პლატონ დავითის ძე ჭავჭანიძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საზოგადოების გუდაუთის განყოფილების გამგეობის წევრი, ამავე განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი

1912 წლის 20 ივნისს დაბა გუდაუთაში გამართულ კრებაზე გუდაუთის განყოფილების ნამდვილ წევრებად ჩაეწერნენ სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები: რომანოზ პეტერეს ძე პერტენავა, მანუჩარ მერაბის ძე ქუჩულორია, ალექსანდრე უჩას ძე მიგინეიშვილი, პლატონ დავითის ძე ჭავჭანიძე და გიორგი თომას ძე ზენაიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი