რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძე

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისისა და სამტრედიის განყოფილებათა წევრი

1919 წლის 9 მაისს კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა, სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებელმა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზათა სასწავლო განყოფილების გამგეს მისწერა, რომ 1905 წლიდან მუშაობდა სახალხო განათლების სარბიელზე და გავლილი ჰქონდა სახალხო სკოლების ყველა საფეხური. იგი დაბლიდან უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში გადარიცხეს მაშინ, როცა ორკლასიანი სასწავლებელი გარდაქმნეს უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი