სვიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი

იურისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი

1915 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ წლიური გადასახადის სახით 2 500 მანეთის ნაცვლად 1 500 გაიღო. ფაქტი ხელმოწერით სვიმონ კვიტაშვილმა დაადასტურა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ბაქოს განყოფილებასთან | 1915-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი