სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე (რემონიძე)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების გამგეობის წევრი, თბილისის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი

1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სილიბისტრო თავართქილაძის თხოვნა კრედიტის 15 000 მანეთამდე გაზრდის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი