სილოვან თომას ძე ხუნდაძე

კრიტიკოსი, პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, მეცნიერების მუშაკთა სექციის ბიუროს წარმომადგენელი, ქუთაისის ქართული გიმნაზიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და დირექტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ სტამბის ინვენტარის შესაძენად 1740 მანეთი დახარჯა, სტამბის თანამშრომლებს ავანსად ‒ 9680 მანეთი გადაუხადა, სტამბის ქაღალდებისა და კონვერტების შესაძენად დაიხარჯა 5766 მანეთი, საღებავებისთვის ‒ 9100 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი