სოლომონ ნიკოლოზის ძე წერეთელი

ექიმი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიისა და ქუთაისის განყოფილებათა წევრი

1912 წლის 5 აგვისტოს სოლომონ ნიკოს ძე წერეთელი და ვლადიმერ გიტას ძე ნაცვალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სამტრედიის განყოფილების წიგნის მაღაზიისათვის 100 თუმნის კრედიტის გამოყოფას სთხოვენ.

წყარო: მიმოწერა სამტრედიის განყოფილებასთან. მოხსენებები და ოქმები განყოფილების შესახებ | 1909-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი. საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი