სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი (წაკოლა-ც.)

მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა „პროვინციალური წერილების“ მეორე ნაწილი, რომლის ავტორის ფსევდონიმია წაკოლა-ც. წერილის მეშვეობით შეგვიძლია გავეცნოთ გორის ბაზარში არსებულ სიტუაციას, ვაჭრების საჭორაო თემებსა და მეფაიტონეების ამბებს, რომლებიც მათი უხამსი საქციელის მიუხედავად ყოველთვის დაუსჯელები რჩებოდნენ.

წყარო: ივერია, 1877 | 21 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა