ტრიფონ რომანოზის ძე თაბუკაშვილი

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის, ხონისა და ხარაგაულის განყოფილებათა წევრი

1917 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ხარაგაულის გამგეობის თავმჯდომარე ტრიფონ თაბუკაშვილმა განყოფილების დაკანონების თხოვნასთან ერთად გაუგზავნა ხარაგაულში განყოფილების დაარსების ოქმი, წევრთა სია და 30 მანეთი.

წყარო: ხარაგაულის დამფუძნებელი კრების ოქმი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების დაარსების შესახებ | 1917-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი