ქრისტინე (ჩიტო) გიორგის ასული შარაშიძე

პედაგოგი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ფილოლოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი

სტალინისადმი მიწერილ წერილში ქრისტინე შარაშიძემ აღნიშნა, რომ ყოფილი „წერა–კითხვის წიგნთსაცავისა“ და საისტორიო–საეთნოგრაფიო ბიბლიოგრაფიის წიგნადი ფონდების მდგომარეობა მრავალი ქართველი მეცნიერის აზრით არადამაკმაყოფილებელი იყო და საჭიროებდა სასწრაფო ზომების მიღებას.

წყარო: ქრისტინე შარაშიძის წერილი სტალინისადმი. წერს როგორ შეუშალეს ხელი რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებულ საბიბლიოგრაფიო მასალის დამუშავებაში და საერთოდ უნივერსიტეტის წიგნთსაცავის შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი:
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი