ანანია ანდრიას ძე სტურუა

1924 წლის აჯანყების მონაწილე

1923 წლის 5 მაისს ანანია ანდრიას ძე სტურუა მეორედ დააპატიმრეს და გადასცეს ჩეკას კომისარ ლელაშვილს, რომელმაც დაკითხა. ჩხრეკისას არაფერი არ აღმოაჩნდა. დადგენილების თანახმად, სტურუა იყო აქტიური წევრი მენშევიკების პარტიისა, აწარმოებდა ხელისუფლების წინააღმდეგ ფარულ ბრძოლას, ირიბი მტკიცებების მოწმობით, სტურუას ჰქონდა კავშირი მენშევიკების ცეკას წევრებთან. თვითმხილველების თქმით, ის იყო პარტიის წევრი, მაგრამ უარყოფდა. ГПУ-ს განკარგულებით გადაასახლეს სამი წლით (ადგილი უცნობია).

წყარო: ანანია ანდრიას ძე სტურუას საქმე | N 23 259
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი