1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკი პოლიტიკურ კომისიას პარიზში ატყობინებდა, რომ ქემალისტები ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით კავკასიაზე თავდასასხმას გეგმავდნენ. თავის მხრივ, ბოლშევიკებიც მზად იყვნენ მათთან საბრძოლველად. თბილისიდან ჩავიდნენ დავითხანიანი და ახმედ ცალიკოვი, რომლებიც ემიგრანტებს დახმარებას უწევდნენ. ნოე ხომერიკი საყვედურობდა კომისიას, რომ მათგან საჭირო ინფორმაციას და ქმედებებს ვერ იღებდა.

წყარო: კონსტანტინოპოლის პოლიტიკური კომისიის თავმჯდომარის ნოე ხომერიკის წერილები საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური კომისიის თავმჯდომარის ნოე რამიშვილისადმი პარიზში | 1921-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: სტამბოლი, თურქეთი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი