1923 წლის 5 სექტემბერს თბილისში მენშევიკების მიერ ორგანიზებული არალეგალური კონფერენციის თავმჯდომარე იყო ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე. მასთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდა მისი თანამებრძოლი, სამსონ დობორჯგინიძე. ორი კვირის შემდეგ გიორგაძემ და დობორჯგინიძემ მენშევიკების რიგები დატოვეს.

წყარო: კომუნისტი, 1924 | 1 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა