1898 წლის 7 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ეკატერინე თარხნიშვილი, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, გიორგი იოსელიანი, ილია ბახტაძე; სხდომაზე გამგეობამ იაკობ გოგებაშვილს რვეულების ანგარიშში 100 მანეთი გადასცა, ზაქარია ჭიჭინაძეს წიგნების ანგარიშში — 10, ზაქარია გრიქუროვს — 112, წინარეხის სკოლის პედაგოგ თომა კევლიშვილს — 29. 23, ნიკოლოზ ცხვედაძეს წინარეხის სკოლის მშენებლობისთვის — 50 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს — 17. 50, გრიგოლ ჩარკვიანს კვიტანციების დაბეჭდვისთვის — 2, ხოლო ილია ხონელთან წიგნების გასაგზავნი 56 კაპიკი გააგზავნა. სულ გამგეობამ 356. 20 მანეთი გასცა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი