იოსებ ირემაშვილის 1912 წლის 12 ივნისის წერილიდან ვიგებთ, რომ როცა მას, კიევის კომერციული ინსტიტუტის ხელმოკლე სტუდენტს, თავად მოერიდა ავადმყოფი იაკობ გოგებაშვილის შეწუხება, სტიპენდიაზე მოსალაპარაკებლად ეკეტერინე გაბაშვილს მიმართა შუამდგომლობისათვის, მაგრამ ამ უკანასკნელმა ვერ შეუსრულა თხოვნა, რადგან იაკობს გაბაშვილის სკოლისთვის ყოველწლიური 120 მანეთი ჰქონდა ანდერძით შეწირული.

წყარო: სხვადასხვა პირთა განცხადებები იაკობ გოგებაშვილის ფონდიდან სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი