განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 6 ივლისის N81 ბრძანების თანახმად, ხონის ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ამბროსი ივლიანეს ძე ბახტაძეს მიენიჭა საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება ისტორიაში და ამავე თანამდებობაზე დამტკიცდა 1920 წლის 1-ლი ივლისიდან. დედნის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ეპიტაშვილი.

წყარო: განათლების მინისტრის ბრძანებები | 1918-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი