1952 წლის 15 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ერნსტ ლევინთან მოსალაპარაკებლად ნოე ცინცაძე პარიზიდან გერმანიაში ჩაფრინდა და საზოგადო კრებასაც დაესწრო. ცინცაძე ცდილობდა, რუსებთან საბოლოო შეთანხმებისთვის მიეღწია და ამერიკული კომიტეტიდან ფული მიეღო.

წყარო: შალვა მაღლაკელიძის წერილი გაიოზ მაღლაკელიძისადმი 1952 | 15 აპრილი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: გერმანია
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი