საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 10413

ფაქტი 10413

1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკი პოლიტიკურ კომისიას პარიზში ატყობინებს, რომ საქართველოს „გელშტორაგი“ შედგება სამი პიროვნებისგან. თავმჯდომარე არის კარპე მოდებაძე, ხოლო მდივნები ს. ავალიანი და ევგენი დარჩია. მათ ასევე მიჩენილი ჰყავთ ერთგვარი „ეკონომიკური პოლიტკომი“ პელაგეია კედრიაშავას ხელმძღვანელობით, რომლის ხელმოწერის გარეშე ვერცერთი საქმე ვერ გაკეთდება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 10413; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .