საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13453

ფაქტი 13453

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში სამი თვის განმავლობაში სწავლა საერთოდ შეწყვეტილი იყო, დანარჩენ თვეებში ზოგიერთი მასწავლებელი არ დადიოდა სკოლაში და სასწავლო პროცესი სრულყოფილად არ მიმდინარეობდა. მასწავლებლები რამდენჯერმე შეიცვალნენ და წლის განმავლობაში ერთსა და იმავე საგანს სხვადასხვა პირი ასწავლიდა. ეს მდგომარეობა აისახა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე. მოსწავლეებმა საგნების სახელმძღვანელოების პროგრამა სრულად ვერ გაიარეს და ყველამ ერთნაირად ვერ აითვისა მასალა. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13453; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .