საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13520

ფაქტი 13520

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-3 განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ლექსები კარგად იცოდნენ და ხსნიდნენ როგორც სიტყვებს, ასევე ტექსტის აზრს; „ბუნების კარიდან“ მასწავლებლების მიერ პატარ-პატარა ნაწილებად დაყოფილი სტატიების შინაარსს ჰყვებოდნენ; გრამატიკულად არჩევდნენ ბევრ წინადადებას; უცნობი ტექსტის კითხვა და მისი შინაარსის გადმოცემა კი უჭირდათ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13520; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .