საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13525

ფაქტი 13525

1906 წელს ბათუმის სკოლის პირველი განყოფილების მოსწავლეებმა ქართულ ენაში „დედა ენა“ 57-ე გვერდამდე ისწავლეს; რუსული ენიდან – პროგრამის გარკვეული ნაწილი, ლექსების ნაწილიდან – 20 პარაგრაფი; მათემატიკიდან – 20-ის ფარგლებში მოქმედებები და 100-მდე თვლა; საღვთო სჯულიდან – ახალი აღთქმა ნათლისღებამდე. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13525; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .