საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13630

ფაქტი 13630

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა „დედა ენიდან“ გვ. 61-107, ცხრა არაკი და ლექსები ისწავლეს, წაიკითხეს ეგნატე ნინოშვილის სამი მოთხრობა და ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“; გრამატიკიდან ისწავლეს მეტყველების ნაწილები; საქართველოს ისტორიიდან – მოთხრობები: ფარნავაზის, წმ. ნინოს, ვახტანგ გორგასლის, არაბთა შემოსევის, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის შესახებ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13630; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .