საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15181

ფაქტი 15181

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პეტრე როსტომის ძე სურგულაძემ განაცხადა, რომ სანამ საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან წიგნების დაკარგვის საქმეს არ გამოარკვევდნენ, მანამდე მაღაზია უნდა დაეკეტათ, თუმცა გამგეობის წევრების ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მაღაზია არ დაკეტილიყო და შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილიც მის გამგედ დარჩენილიყო ვითარების საბოლოოდ გარკვევამდე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15181; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .