საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26735

ფაქტი 26735

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) თევდორე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების წევრების მცდელობის შედეგად 1916-1917 წლებში გამოიცა იაკობ გოგოებაშვილის ,,იავნანამ რა ჰქმნა“, „თავდადებული ქართველნი“, იროდიონ ევდოშვილის საყმაწვილო მოთხრობების I და II ნაწილი, გიორგი ქუჩიშვილის ლექსები და შიო მღვიმელის საბავშვო ლექსები: „ძუნწი და ნატვრა“, „სამი ცელქი“, „ოქროს თავთავი“, „ცვარი“ და „ჩემი ყვავილები“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26735; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .