საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27896

ფაქტი 27896

1923 წელს პავლე გაჩეჩილაძისა და დიმიტრი კოჭლაძის დაპატიმრების შემდეგ მენშევიკების არალეგალური სტამბა გადაიტანეს მიკაელიანცის სახლში, სადაც 3 კვირის განმავლობაში დაშლილს ინახავდნენ. სექტემბერში ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრის, ვასილ კაპანაძის წინადადებით და ბეჟან დოლიძის დახმარებით ტიპოგრაფია დიდუბეში, მებაღე ანდრია ყოჩიშვილის ბინაში, მოაწყვეს. ბოლოს კი ისევ მიკაელიანცის სახლში მიიტანეს. 24 დეკემბერს სტამბა ჩეკისტებმა აღმოაჩინეს. მიკაელიანცის გარდა დანაშაული ყველამ აღიარა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27896; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .