საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8355

ფაქტი 8355

1920 წლის 5 ივლისს გამართულ რკინიგზელთა პროფ. კავშირების კონფერენციის სხდომას დაესწრო მიწვეული გზათა მინისტრი ნ. ხომერიკი, შრომის მინისტრის მოადგ. ა. ბახტაძე და გზის უფროსი კანდელაკი. ხომერიკმა ისაუბრა N17 ბრძანების შესახებ, რომლის თანახმადაც რკინიგზის ხარჯებს რამდენიმე მილიონი დაემატა, ასევე მუშების ძალიან ცუდ მდგომარეობაზე; გაიმართა კამათი 8-საათიანი სამუშაო დღის შემოღების შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8355; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .