საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13527

ფაქტი 13527

1906 წელს ბათუმის სკოლაში მასწავლებელთა გაფიცვის გამო სწავლა დაიწყო ნოემბერში, მაგრამ მერე შეწყდა და 16 იანვარს განახლდა. ამ დღეს სკოლაში ყველა მასწავლებელი არ გამოცხადდა; პედაგოგთა უმრავლესობამ თებერვალსა და მარტში განაგრძო მუშაობა. მოსწავლეებს სასწავლო პროცესი სამი თვით გაუცდათ, ზოგიერთს – ოთხი და ხუთი თვით. ეს მდგომარეობა მათ აკადემიურ მოსწრებაზეც აისახა, სასწავლო პროგრამის მხოლოდ მცირე ნაწილის გავლა მოახერხეს. 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13527; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .