საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13539

ფაქტი 13539

1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებელთა გაფიცვის გამო სწავლა დაიწყო 6 ოქტომბერს, 13 იანვარს – შეწყდა, 3 მარტს – განახლდა, მაგრამ ყველა მასწავლებელი არ გამოცხადდა. მასწავლებლების სიმცირის გამო გასულ წლებთან შედარებით მოსწავლეთა რაოდენობაც შემცირდა. პირველ განყოფილებაში 14 მოსწავლე იყო, მეორეში – 43, მე-3-ში – 30, მე-4-ში – 31, სულ – 118 მოსწავლე. 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ძვ. სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13539; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .