საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 159

ფაქტი 159

1928 წლის გაზაფხულზე მარიამ ორახელაშვილის თავმჯდომარეობით ხევსურეთში ახალი სკოლებისა და სამკურნალოების ასაგებად მთავრობის მიერ დაარსებულმა კომისიამ მოიწვია სპეციალური სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: ალექსი ყამარაული, სუჯიაშვილი, ივანე ფრანგულიანი, გ. თედორაძე და ს. ფანცხავა. ორახელაშვილმა წაიკითხა მოხსენება სკოლებისა და სამკურნლო დაწესებულებების გახსნის შესახებ. ა. კალაშნიკოვს პროექტის მომზადება და ტექნიკური ზედამხედველობა დაევალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 159; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .