საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 53574

ფაქტი 53574

1906 წელს გენერალ-გუბერნატორმა მოქალაქეებს თბილისში თავიანთი სახლების წინ ფანრების ჩამოკიდება დაავალა. ამ ფაქტს 2 მარტის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ეკატერინე გაბაშვილი გამოეხმაურა, აღნიშნა, რომ ფანრის ჩამოკიდება და პოლიციის სხვა მოთხოვნების შესრულება სახლების მფლობელებს ძვირი უჯდებოდათ, როცა ამ ფულით სხვა საჭირო დაწესებულებების დაარსება შეიძლებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 53574; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .