საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 89082

ფაქტი 89082

1918 წლის 16 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: ნოე ხომერიკი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, კონსტანტინე მესხი და სილიბისტრო ჯიბლაძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომის დადგენილებით, პრეზიდიუმის სხდომა დაინიშნა ყოველდღე, პირველ საათზე, ხოლო კომიტეტის სხდომა – დღეგამოშვებით, საღამოს 5 საათზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 89082; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .